Thumbnail

რეინჯერსმა 'ოლდ ფირმი' სახლში, 10 კაციან სელტიკთან წააგო!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რეინჯერსი 2:3 სელტიკი

რეინჯერსის ტოპ დივიზიონში დაბრუნების შემდეგ, "ოლფ ფირმი" ნელ-ნელა ძალებს იკრებს. დღეს აიბროქსზე ნაღდი გალზგოს დერბი ვნახეთ, ბევრი გოლით, წითელ და ბევრი ყვითელი ბარათით.

შეხვედრაში ანგარიში ჯოშ ვინდასმა, მესამე წუთზე გახსნა, მალევე ტომ როჯიკმა გაათანაბრა. 26' წუთზე პორტუგალიელმა კანდეიაშმა რეინჯერსი დააწინაურა, ხოლო სელტიკის ვარსკვალვმა მუსა დემბელემ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში - 2:2 გახადა.

ედუარდი გამარჯვების გოლის შემდეგ

57' წუთზე სიმუნოვიჩის გაძევების შემდეგ სელტიკი 10 კაცით დარჩა, თუმცა ამას გლაზგოს მწვანე გუნდისთვის ხელი არ შეუშლია, 67'-ზე შემოსულმა ოდსონ ედუარდმა 2 წუთში გამარჯვების ბოლო გაიტანა და სელტიკს "ოლდ ფიმრში" გამარჯვება მოაპოვებინა.

სკოტ ბრაუნი (სელტიკი)
"10 კაცით ადრეც დავრჩენილვართ და მოგვიგია, ამიტომ ვიცოდით რაც უნდა გვექნა. აქ უკვე ზედიზედ მეხუთედ მოვიგეთ და ამის გაკეთება არ გვესწავლება, არადა გახსოვთ, მთელი კვირა რამდენს ლაპარაკობდნენ, მე მოედანზე საუბარს ვამჯობინებ."

სელტიკის კაპიტანი სკოტ ბრაუნი ზეიმობს გამარჯვებას გლაზგოს დერბიში

კომენტარები

ბოლო ამბები