Thumbnail
  • ინგლისური კლუბი ჯეოდონ სანჩოს აგენტთან დიდი ხანია საუბრობს
  • შემეტევს შედეგიანი სეზონი აქვს და დორმტმუნდი მას ძვირად გაყიდის

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ იუნიტედი ჯეიდონ სანჩოს აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე ორი თვეა ახორციელებს. "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულეშერს გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ ზაფხულში სანჩო იუნაიტედის ფეხბურთელი გახადოს.

კორონავირუსის გამო ინგლისურ კლუბს უჭირს დორტმუნდის ბორუსიასთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა იუნაიტედში სჯერათ, რომ სანჩოსთან ხელშეკრულებას გააფორმებენ, ვინაიდან ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი იანვრის ბოლოდან აქვთ.

20 წლის ფეხბურთელს ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში 23 მატჩი აქვს გამართული, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ან შედეგიანობის გამო, ინგლისელის ფასი საკმაოდ გაზრდილია და დორტმუნდი მას ძვირად გაყიდის.

მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, ჯეიდონ სანჩოთი აქტიურად ინტერესდება ლონდონის ჩელსიც. "არისტოკრატებს" ინგლისელის შეძენა დიდი ხანია სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, იუნაიტედი უფრო ახლოსაა ფეხბურთელის გაფორმებასთან და ამ ტრანსფერში მანჩესტერელები ფავორიტები არიან.  

კომენტარები

ბოლო ამბები