Thumbnail
  • კავანის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება
  • ბოკას გარდა, ფორვარდს კიდევ ორი ვარიანტი აქვს

ედინსონ კავანის პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ურუგვაელი ფრანგულ გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს და შეეძლება კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

33 წლის ფეხბურთელის შეძენა იანვარში რამდენიმე კლუბს სურდა. ფორვარდის დამატებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის ატლეტიკო იყო. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ურუგვაელი ეპსანურ კლუბში ითამაშებდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ედინსონიც პარიზში დარჩა.

El Pais-ის ინფორმაციით, კავანის შეძენა ბოკა ხუნიორს სურს. არგენტინული კლუბი მზადაა ფორვარდი სამხეთ ამერიკაში ზაფხულში წაიყვანოს. შეგახსენებთ, რომ ბოკაში ამ დროისთვის თამაშობს კარლოს ტევესი. ტევესისა და კავანის შეტევითი წყვილი ბოკას წინა ხაზს კიდევ უფრო საინტერესოსა და სახიფათოს გახდის.

ბოკა ხუნიორსის გარდა, კავანის შეძენა დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამის უნდა, რომელიც MLS-ში ასპარეზობს. ედინსონს ევროპული ვარიანტიც აქვს. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კავანი ზაფხულში "წითელი ეშმაკი" გახდეს.

"ედინსონ კავანი ბრწყინვალე მოთამაშეა და ის ხელმისაწვდომია", - განაცხადა ვან პერსიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები