Thumbnail

‘ასეთი რაფა არასდროს მინახავს’ – ნადალი სამზარეულოში ტრიალებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი თვითიზოლაციაში რჩება და იმ საქმეებით არის დაკავებული, რომლებისთვისაც სხვა დროს, ალბათ, ვერ მოიცლიდა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, საჩოგბურთო ტურნირები შეჩერებულია და სპორტსმენები ხეირიანად ვარჯიშსაც კი ვერ ახერხებენ, სამაგიეროდ, პირველ პლანზე საოჯახო ამბებმა წამოიწია.

რაფამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოქვეყნა, სადაც სამზარეულოში ტრიალებს. საინტერესოა მინაწერიც:

“დღეს, ჩემი ჯერია სადილი მოვამზადო ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი წესრიგში გაქვთ და საკუთარ თავზე ზრუნავთ”.

საინტერესოა, რომ ფოტოებზე ნადალი წვერგაუპარსავია, რასაც გერმანელი ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი გამოეხმაურა:

“რაფა წვერში არასდროს მინახავს – ეს ნიშნავს, რომ ჩოგბურთი საჩქაროდ უნდა დაბრუნდეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები