Thumbnail

‘ვირუსით თქვენ უნდა დაავადებულიყავით’ – ჟეზუში წყობიდან გამოვიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრაზილიური ფლამენგოს მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, პორტუგალიაში დაბრუნდა და აეროპორტში ჟურნალისტები გამოლანძღა.

65 წლის სპეციალისტს, გასაგებ მიზეზთა გამო, აეროპორტში მასმედიის არაერთი წარმომადგენელი დახვდა და ისინი კომენტარის აღებას ცდილობდნენ.

ჟეზუში აშკარად უხასიათოდ გახლდათ და ჟურნალისტების ქმედებამ წყობიდან გამოიყვანა.

“ეს ვირუსი თქვენ უნდა დაგმართნოდათ”, - შესძახა მან.

ცხადია, რომ ჟოზეს ამ ფრაზამ პორტუგალიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და მწვრთნელს ბოდიშის მოხდას სთხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, მას ახალი განცხადება აღარ გაუკეთებია.

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჟორჟე ჟეზუში ვირუსით დაინფიცირდა, 18 მარტს გახდა ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები