Thumbnail

‘დედაჩემს კორონავირუსი აქვს და კომაშია’ - ტაუნსის ემოციური ვიდეო-მიმართვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მინესოტას ცენტრმა, კარლ-ენტონი ტაუნსმა ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებას ატყობინებს, რომ მის დედას კორონავირუსი აქვს. კალათბურთელი ამბობს, რომ დედა კომაში და ხელოვნურ სუნთქვაზეა.

ტაუნსი ადამიანებს მოუწოდებს, დაიცვან ერთმანეთთან დისტანცია და სერიოზულად შეხედონ პანდემიას. მინესოტას კალათბურთელის თქმით, მან ეს ვიდეო იმისათვის ჩაწერა, რომ ადამიანებს დაუმტკიცოს: “კორონავირუსის გამო საფრთხე რეალურია.”

“ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ვირუსია და ვალდებულები ვართ, ფრთხილად ვიყოთ. ჩემს ამბავს იმ იმედით გიზიარებთ, რომ ყველა სახლში დარჩება. უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს,” - ასეთი ტექსტი მიაწერა ტაუნსმა ვიდეოს და დასძინა: “მადლობა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დედაჩემს უვლის. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მე ვლოცულობ ყველა ჩვენგანისთის ამ მძიმე დროში.”

გასულ კვირას კარლ-ენტონი ტაუნსი კლინიკას 100 000 დოლარით დაეხმარა. აშშ-ში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 54 916 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 784 და გამოჯანმრთელდა 379 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 400 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 18 910 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 109 153.

კომენტარები

ბოლო ამბები