Thumbnail

მილიონი ევრო მესისგან - კორონავირუსს ბარსელონას ვარსკვლავიც ებრძვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად მილიონ ევროს გაიღებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი თანხა ქალაქ ბარსელონის კლინიკასა და ლეოს სამშობლოში არსებულ სამედიცინო ცენტრზე განაწილდება. სახსრები სამედიცინო აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების შეძენას მოხმარდება.

პანდემიის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთშიც შეჩერებულია (გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსია). ლა ლიგაში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა), რომელსაც 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა ვარჯიშის განახლებას აპრილის ბოლოს აპირებს, იქამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას. 

ჯერჯერობით კიკე სეტიენი ფეხბურთელების შეკრებას ვერ ახერხებს

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 17 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 102 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები