Thumbnail

'საქართველო პატარა ქვეყნებისთვის მაგალითია' - მესამე ტესტი ამერიკასთან

  • ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Rugger.Info-ს ინტერვიუ მისცა
  • გარი გოლდმა ბორჯღალოსნებთან ტესტმატჩის შესახებ ისაუბრა

ამერიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, გარი გოლდთან რუსულმა ვებგვერდმა Rugger.Info-მ ინტერვიუ ჩაწერა. გოლდმა ამერიკის ნაკრებზე, შიდა ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრებთან დაგეგმილ მატჩზეც ისაუბრა.

Rugger.Info: მოგწონთ საქართველოს ნაკრების მატჩები? აშშ იშვიათად ხვდება ''ბორჯღალოსნებს'', მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს 2017 წლის მატჩი, როდესაც ქართველებმა 1 ქულით მოგიგეს. როდის იგეგმება მათთან შეხვედრა?

გარი გოლდი: დიახ, ამერიკა გეგმავს საქართველოსთან მატჩს, თბილისში, წლის ბოლოს. მიმაჩნია, რომ საქართველო ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იქცეს პატარა ქვეყანა ნამდვილ სარაგბო ფლაგმანად. ქართველები კარგად ვითარდებიან და მიმაჩნია, რომ მათთან გამკლავება ცოტა ხანში ბევრ გუნდს გაუჭირდება.

გოლდის კომენტარიდან შემდეგი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. წლის ბოლოს მხოლოდ ნოემბრის ტესტებია დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ნაკრებს თბილისში 14 ნოემბერს ვუმასპინძლებთ, რადგანაც 7 ნოემბერს ''ბორჯღალოსნები'' ფრანგებს ეთამაშებიან, ხოლო 21 ნოემბერს ფიჯის უმასპინძლებენ.

საქართველოსა და ამერიკის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ. 3 მატჩი ამერიკელებმა მოიგეს და 3 შეხვედრა ''ბორჯღალოსნებმა".

კომენტარები

ბოლო ამბები