Thumbnail

პირველი უარი? ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასის დაკლებაზე ფიქრობენ

  • ბარსელონას თხოვნა ფეხბურთელებს ხელფასის დაკლების შესახებ
  • სავარაუდოდ, კატალონიური გუნდის ფეხბურთელები უარს იტყვიან

კორონავირუსის გამო, სპორტული სამყარო გაჩერდა. ბარსელონამ დიდი შემოსავალი დაკარგა და კლუბს ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. კატალონიური გუნდის წლიური სახელფასო ფონდი 600 მილიონ ევროს სცდება.

შაბათ-კვირას კლუბის დირექტორებსა და კაპიტნებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელფასების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრეს. ფეხბურთელთა თავდაპირველი პასუხი დადებითი იყო, რადგანაც ისინი აანალიზებენ შექმნილ მდგომარეობას. ამავდროულად, მოთამაშეები დირექტორთა საბჭოს შეთავაზებაში დარწმუნებულნი არ არიან.

ფეხბურთელებმა ახლა ეს შეთავაზება ფინანსურ მრჩეველებთან უნდა გაიარონ. სავარაუდოდ, ისინი ამ შეთავაზებას უარყოფენ და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების გაგრძელება მოუწევს.

საფეხბურთო სეზონი ჩაშლის პირასაა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიგების წარმომადგენლები. კლუბებს კი სპონსორებთან პრობლემები ექმნებათ. სავარაუდოდ, ბარსელონა ფეხბურთელებთან მეორე შეხვედრას სულ მალე დაგეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები