Thumbnail

გვილიას პირველი გოლი შვეიცარიაში - ვაკომ ლუცერნს ბაზელთან მოაგებინა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუცერნი 1:0 ბაზელი.
  • ვაკო გვილიას სადებიუტო გოლი შვეიცარიის სუპერლიგაში.
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლუცერნს მოაგებინა.

შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში, ვაკო გვილიას ლუცერნმა ბაზელს უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 46-ე წუთზე სტუმრების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა! ეს გოლი ვაკოსთვის შვეიცარიის სუპერლიგაში სადებიუტოა.

Das Führungstor durch Gvilia.

Hier das 1:0 durch Vako Gvilia nach schöner Vorarbeit von Pascal Schürpf. Weiter so, FCL! #FCLFCB #nomeLozärn #merbrucheddech

Posted by FC Luzern on კვირა, 11 მარტი, 2018

ლუცერნმა 1:0 მოიგო და ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ბაზელს: ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი კლუბს არც შვეიცარიის ჩემპიონატში აქვს კარგად საქმე. ბაზელს 41 ქულა აქვს და ლიდერ იანგ ბოიზს 17 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები