Thumbnail
  • რაჰიმ სტერლინგი ლივერპულში 15 წლის ასაკიდან თამაშობდა
  • ინგლისელმა კომენტარი ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე გააკეთა  

რაჰიმ სტერლინგი ლივერპულს 15 წლის ასაკში 2010 წელს შეუერთდა. იამაიკაში დაბადებული ფეხბურთელი კარგად ასპარეზობდა და 2 წლის შემდეგ რაჰიმი პირველ გუნდში დააწინაურეს.

2014/15 წლების პრემიერლიგის სეზონი ლივერპულმა მეექვსე ადგილზე დაასრულა. სტერლინგი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო იყო. ინგლისელს მეტი სურდა და სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა.

რაჰიმი მანჩესტერ სიტის შეუერთდა. ლივერპულის ქომაგები ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა და გააბრაზა. 25 წლის ფეხბურთელი "სქაუზერებს" დღემდე სძულთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს გრძნობა ცალმხრივია და რაჰიმს ლივერპული დღემდე უყვარს.

სოციალურ ვებგვერდზე, "ინსტაგრამში" კითხვა-პასუხის დროს სტერლინგს დაუსვეს შეკითხვა დაბრნუნდებოდა თუ არა იგი ლივერპულში, რაზეც ინგლისელმა საინტერესო პასუხი გასცა:

"დავბრუნდები თუ არა ოდესმე ლივერპულში? გულწრფელად, რომ გითხრათ მე მიყვარს ლივერპული.ისინი ჩემს გულში ყოველთვის არიან. ეს არის გუნდი, რომელმაც ჩემი აღზრდისთვის ბევრი გააკეთა ასე, რომ…"

კომენტარები

ბოლო ამბები