Thumbnail
  • ლეგენდარული მეკარე იუვენტუსში 2021 წლამდე დარჩება
  • ბუფონის გარდა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება კიდევ ორ მოთამაშესთან მიდის

ჯანლუიჯი ბუფონი იანვარში 42 წლის გახდა. იტალიელი ლეგენდა ტურინის იუვენტუსში მე-18 სეზონს ატარებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ჯანლუიჯის ახლა 1-წლიან კონტრაქტს უმზადებს. ბუფონი ტურინში მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, თუმცა, როგორც ჩანს, იტალიური კლუბის ხელმძღვალენელებს მისი შენარჩუნება კიდევ ერთი წლით სურთ.

თუ ბუფონი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, იგი ტურინში მე-19 სეზონს დაიწყებს და 43 წელიც შეუსრულდება რაც გასაოცარი შედეგია. ჯანლუიჯი იუვეში პირველად პარმადან 2001 წელს აღმოჩნდა.

2018 წელს იგი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, თუმცა ეს ვერც პარიზელებთან ერთად შეძლო და, ბევრისთვის მოულოდნელად, გასულ ზაფხულს მეკარე იუვენტუსში დაბრუნდა. მისი და ტურინელების მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ბუფონი დაბრუნების შემდეგ კლუბში მეორე მეკარეა ძირითადის გოლკიპერი კი ვოიცეხ შჩესნია.

ბუფონის გარდა იტალიურ კლუბს კიდევ ორ მოთამაშესთან სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.  ჯორჯო კიელინი და ბლეზ მატუიდი - ეს ის ფეხბურთელები არიან რომლებთანაც იუვე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ახლოს არის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები