Thumbnail

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის ინფორმაციით, ორშაბათს მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ შეიმცირონ ხელფასის ნაწილი და ის კლუბის სხვა თანამშრომლებს მისცენ. 

კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტის ყველა სახეობა შეჩერებულია. ვირუსმა დიდი ზიანი მიაყენა ფეხბურთსაც. ყველა წამყვანი ჩემპიონატი დროებით შეჩერებულია. მსგავს სიტუაციაში სხვადასხვა კლუბში მომუშავე პირები კრიზისში აღმოჩნდნენ. ზოგიერთ მათგანს ხელფასი შეუმცირდა, ზოგი კი საერთოდაც სამსახურის გარეშე დარჩა.

ასეთ დროს მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა და კლუბის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ხელფასის 20 პროცენტზე უარი განაცხადონ და კლუბში მომუშავე პირებს დაეხმარონ.

გერმანული კლუბი ერთადერთი არაა, რომელიც ასე მოიქცა. მსგავს რამ უკვე გააკეთა ბუნდესლიგის კიდევ ერთმა გრანდმა, დორტმუნდის ბორუსიამ. ასეთივე გადაწყვეტილებები მიიღეს ბარსელონასა და ტურინის იუვენტუსშიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები