Thumbnail
  • ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ ინტერვიუში მიხაელ ბალაკზე ისაუბრა.
  • ხოსე ლუის ჩილავერტის თქმით, გერმანელთან მიახლოვება შეუძლებელი იყო.

მიხაელ ბალაკს ეს ამბავი არ მოეწონება. ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანზე ცუდად იხუმრა. მისი თქმით, ბალაკს ფეხბურთის თამაშის დროს საშინელი სუნი ასდიოდა.

ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის ნაკრებში ჯარიმებს და პენალტებს ურტყამდა (8 გოლი)

“ბალაკს ვერ მიეკარებოდი! მიხაელი ყარდა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის საშინელი სუნი დღემდე ცუდად მახსოვს. მეტი დეოდორანტი უნდა გამოეყენებინა. ან, ვინ იცის, იქნებ ეს სულაც მისი სტრატეგია იყო,” - განაცხადა 52 წლის ჩილავერტმა ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩილავერტის პარაგვაი გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე, მერვედფინალში დაუპირისპირდა. ის მატჩი გერმანელებმა ოლივერ ნოივილის გოლით 1:0 მოიგეს.

ხოსე ლუის ჩილავერტმა 1989-დან 2003 წლამდე პარაგვაის ნაკრებში 74 მატჩი ჩაატარა და მთელ მსოფლიოში ცნობილი პირველ რიგში იმით გახდა, რომ საჯარიმო დარტყმებს და პენალტებს ასრულებდა. პარაგვაის ნაკრებში მას 8 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები