Thumbnail

რეალის კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ორი დღის წინ, მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა, ახლა კი ‘სამეფო კლუბის’ კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტია მძიმე მდგომარეობაში.

წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემების, ‘მარკას’ და AS-ის ინფორმაციით, 72 წლის ფერნანდო მარტინსაც კორონავირუსი აქვს და საავადმყოფო პუერტა დე იეროს რეანიმაციულ განყოფილებაშია. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ფერნანდო მარტინი რეალის პრეზიდენტი 2006 წელს, ორი თვის განმავლობაში იყო

ფერნანდო მარტინი რეალის პრეზიდენტი 2006 წლის 27 თებერვალს გახდა და მადრიდელთა დღევანდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი შეცვალა. თუმცა, სულ რაღაც 2 თვეში, 2006 წლის 26 აპრილს, მოულოდნელად გადადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები