Thumbnail

თუ ყველაფერი კარგად იქნება - ბარსელონაში ვარჯიშის დაგეგმეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას ხელმძღვანელობაში ვარაუდობენ, რომ გუნდურად წვრთნის გასაახლებლად საუკეთესო დრო აპრილის ბოლო იქნება. შესაბამისად, კატალონიურ კლუბში ვარჯიშის პროცესის დაწყება, ჯერ მაინც პირობითად, 27 აპრილისთვის დაგეგმეს. 

მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, სულ ცოტა, 13 აპრილამდე იმოქმედებს. 

კორონავირუსის გამო, ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეჩერებულია

რაც შეეხება ბარსელონას, ესპანური მედიის ინფორმაციით, გუნდის ყველა ფეხბურთელი ფორმის შენარჩუნებას საშინაო პირობებში ცდილობს და მთავარ მწვრთნელთან, კიკე სეტიენთან, დისტანციურად მუდმივად ურთიერთობს, თუმცა, სრულფასოვანი გუნდური მუშაობის გარეშე, მათი ფორმა შორსაა იმისგან, რაც პროფესიონალ სპორტსმენს მოეთხოვება. 
     
კორონავირუსის ინფექციამ თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის ბოლოს იფეთქა, მოგვიანებით კი დაავადება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, ბოლო მონაცემებით კი, მსოფლიოში 350 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, 15 ათასზე მეტი კი - გარდაცვლილი. 

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი სევილიაა (47).

კომენტარები

ბოლო ამბები