Thumbnail

ადებაიორი კარანტინში - ტოგოელი სამშობლოში არ გაუშვეს

  • ემანუელ ადებაიორი პარაგვაიდან სამშობლოში ბრუნდებოდა
  • ტოგოელი ფეხბურთელი ბენინის საზღვარზე დააკავეს და კარანტინში გაუშვეს

კორონავირუსის გამო, სპორტული ღონისძიებები შეჩერდა. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი კოპა ლიბერტადორესია. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მყოფმა ლეგიონერებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ემანუელ ადებაიორმა, რომელიც პარაგვაის ოლიმპიაში გადავიდა და კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაში დებიუტიც ჰქონდა, კლუბი დატოვა და იძულებითი შესვენების სამშობლოში გატარება გადაწყვიტა.

ტოგოელი ფეხბურთელი ბენინის საზღვარზე დააკავეს და სამშობლოში არ გაუშვეს. ის ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს. ორი კვირის შემდეგ, ემანუელი სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. მანამდე კი მეზობელ ბენინში იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, კოპა ლიბერტადორესი მაისის დასაწყისში განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები