Thumbnail

მოურინიომ საკვები ჩამოარიგა - ჟოზე კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლონდონის ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მონაწილეობა მიიღო სპეციალურ აქციაში (Age UK), რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა.

მოურინიომ ლონდონის ერთ-ერთ უბანში საკვები და პირველადი მოხმარების საგნები ჩამოურიგა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც გადაადგილება უჭირთ.

ცნობისთვის, პრემიერლიგის სეზონი 13 მარტს შეწყდა და მისი განახლება 4 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ამ თარიღმა 30 აპრილამდე გადაიწია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 6 650 შემთხვევაა დაფიქსირებული, 335 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები