Thumbnail

'თათბირზე მივდიოდი, როდესაც დამირეკეს' - არტეტა გვიყვება როგორ შეეყარა ვირუსი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არტეტა დღეს გამოჯანმრთელდა
  • ესპანელს ვირუსი ოლიმპიაკოსთან მატჩის შემდეგ დაუდგინდა

გახსოვთ ისტორია, როდესაც ნოტინგემ ფორესტის და ოლიმპიაკოსის მფლობელს - ევანგელოს მარინაკისს კორონავირუსი დაუდგინდა? ამის შესახებ ბერძენმა მილიონერმა ტვიტერზეც დაწერა.

მარინაკისი პოსტიდან მეორე დღეს - 11 მარტს ტესტი არტეტამაც ჩააბარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 28 თებერვალს ევროპის ლიგაზე არსენალი ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა.

მარინაკისი კი ნოტინგემში მომხდარის მსგავსად, ფეხბურთელებთან და კლუბის პერსონალათან ხელის ჩამორთმევის ტრადიციას არც თამაშამდე და არც თამაშის შემდეგ არღვევს.

"სამშაბათს ცუდად ვგრძნობდი თავს, ოთხშაბათს თათბირზე მივდიოდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ოლიმპიაკოსის პრეზიდენტს ვირუსი დაუდასტურდა. ტესტი მეც მალევე ჩავაბარე..."

მიკელ არტეტას პასუხი პარასკევს მოუვიდა, რომელიც პოზიტიური იყო და ამ მოვლენამ პრემიერლიგის სეზონის დროებით შეწყვეტის საკითხი უფრო დააჩქარა, რადგან შაბათს უკვე ტური იყო ჩანიშნული, რომელსაც დიდი ალბათობით ჩაატარებდნენ.

მიკელ არტეტა გამოჯანმრთელდა, კარგად არის და თავს ჯანსაღად გრძნობს, რის შესახებაც ესპანელმა განცხადება დღეს გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები