Thumbnail

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ფინალები ოფიციალურად გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის მაისისთვის დაგეგმილი ევროტურნირების ფინალები გადაიდო.

საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგასა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, მიზეზი კი, ყველასათვის გასაგებია - მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც ფაქტობრივად ყველა სპორტული ღონისძიება ჩაშალა.

ის, რომ ხსენებული მატჩები გადაიდებოდა, პირველმა ესპანურმა მარკამ დაწერა და კონკრეტული თარიღებიც მიუთითა, თუმცა, უეფას განცხადებაში ახალ დღეებზე საუბარი არაა.

თუ როდის ჩატარდება აღნიშნული ფინალები, მოგვიანებით გაირკვევა. გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელსაც უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

ბოლო ამბები