Thumbnail
  • Manchester Evening News-მა სიტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
  • 7-იანზე დიდი კონკურენცია იყო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიც მონაწილეობდა

Manchester Evening News-მა მანჩესტერ სიტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა იმ ნომრების მიხედვით, რომლითაც ეს ფეხბურთელები გუნდში თამაშობდნენ ან ახლაც თამაშობენ.

საუკეთესო "შვიდიანის" ნომინაციაში რაჰიმ სტერლინგმა გაიმარჯვა. "ალბათ, ყველაზე დიდი კონკურენცია ამ ნომერზეა სიტიში, თუმცა გაიმარჯვა 7-იანის ამჟამინდელმა მფლობელმა რაჰიმ სტერლინგმა. მან კონკურენციაში მაიკ სამერბის, დენის ტიუარტსა და გიორგი ქინქლაძეს აჯობა". 

სიტის ისტორიაში საუკეთესო "ათიანად" სერხიო აგუერო დასახელდა, ასევე კლუბის ამჟამინდელი მოთამაშე. 

შეგახსენებთ, რომ ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995 წელს გადავიდა და პირველ სეზონში მან 7 ნომრით ითამაშა, როცა სიტი გავარდა გიორგიმ მისი საყვარელი 10-იანი მაისური მოირგო და აიაქსში გადასვლამდე მან ამ ნომრით ითამაშა. ცხადია, დიდი კვალი ქართველმა ნახევარმცველმა სწორედ პრემიერლიგაში თამაშისას დატოვა, როცა "შვიდიანით" თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები