Thumbnail

"არც ევრო, არც ჩემპიონთა ლიგა და არც პრემიერლიგა - აქვს ვინმეს სათადარიგო გეგმა? ჩვენ გვაქვს გეგმა B" -  წერს ინსტაგრამის გვერდი 433, რომელსაც მსოფლიოში 27 მილიონამდე გამომწერი ჰყავს - "მომდევნო კვირიდან ჩვენ ვიწყებთ ევროპის ჩემპიონატს EA FIFA 20-ში 32 ვარსკვლავის მონაწილეობით".

433-ის იდეა სწრაფად აიტაცეს, ვირტუალურ ევროპზე 32 ქვეყანას 32 რეალური ვარსკვლავი წარადგენს, საქართველოდან კი როგორც ჩანს მონაწილეობაზე თანხმობა გენტისა და ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

433 თამაშებს ცოცხალ რეჟიმში გადმოსცემს. ტურნირში ბევრი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად, ბელგიას რომელუ ლუკაკუ წარმოადგენს, ხოლო იტალიას - ჩირო იმობილე. 

ვირტუალური ევროს მონაწილეები

პატრიკ შიკი (ჩეხეთი), მუნას დაბური (ისრაელი), ჩირო იმობილე (იტალია), მილოშ რაშიცა (კოსოვო), ჰიორდურ მაგნუსონი (ისლანდია), დეიან ლოვრენი (ხორვატია), აიმერიკ ლაპორტი (საფრანგეთი), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), მეისონ გრინვუდი (ინგლისი), არნერ გოიაკი (ბოსნია), ჟონ იგანი (ირლანდია), გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო), ენის ბარდი (მაკედონია), ჯამალ ლუისი (ჩრდილო ირლანდია), კშიშტოფ პიონტეკი (პოლონეთი), რაჟვან მარინი (რუმინეთი), ბილი გილმორი (შოტლანდია), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი), დიოგო ჟოტა (პორტუგალია), სერხიო რეგილონი (ესპანეთი), ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა), დანიელ ჯეიმსი (უელსი), გრანიტ ჯაკა (შვეიცარია), მერეიჰ დემირალი (თურქეთი), ბერნდ ლენო (გერმანია).

ჯერ არ გადაწყვეტილა ვინ წარადგენს: ავსტრიას, დანიას, ფინეთს, ჰოლანდიას, ნორვეგიასა, რუსეთსა და შვედეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები