Thumbnail
  • თბილისის დინამომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო.
  • ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართა: ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა.

პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა: დინამომ რუსთავთან წააგო, ხოლო ლოკომოტივმა სამტრედიასთან.

თბილისური დერბის პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა 3 გატანილი გოლი იხილეს: 21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლოკომოტივი თეიმურაზ შონიას გოლით დაწინაურდა.

ტაიმის მიწურულს, დინამოელებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო შემდეგ წინ გავიდნენ: გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ივანიშვილმა გაიტანეს.

მეორე ტაიმი დინამოს უპირატესობით წარიმართა და ლოკომოტივის კარში კიდევ ორი გოლი გავიდა. თავი აკაკი შულაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინეს, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ლოკომოტივი 1:4 დინამო თბ.

გოლები: 1:0 შონია (21), 1:1 კიტეიშვილი (40), 1:2 ივანიშვილი (44), 1:3 შულაია (54), 1:4 კიტეიშვილი (83)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა (77. კობახიძე), გვალია (63. კომახიძე), შონია, დავითაშვილი, სამურკასოვი, გავაშელიშვილი, არველაძე (71. ჯიქია)

დინამო თბ.: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (30. კუცია), ქარდავა, შულაია, კიტეიშვილი (86. ნინუა), ივანიშვილი, ზივზივაძე (77. ერგემლიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები