Thumbnail

გაცურვა საწოლში – ოლიმპიურ ჩემპიონს აუზი ენატრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ფაქტობრივად, ყველა სპორტული ღონისძიება გადადებულია, რაც სპორტსმენებს არაკომფორტულ პირობებში ამყოფებს.

ბევრი მათგანი სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს, პათოსი კი ერთია: სპორტსმენებს უქმად ყოფნა მოსწყინდათ და ერთი სული აქვთ შეჯიბრებებს როდის დაუბრუნდებიან.

ამჯერად, ვიდეო 31 წლის იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფედერიკა პელეგრინიმ წარმოადგინა, სადაც აუზის ნაცვლად, თავისივე საწოლში “ცურავს”.

ცნობისთვის, პელეგრინიმ ოლიმპიური ოქრო (მსოფლიო რეკორდით) 2008 წელს პეკინში, 200-მეტრიან დისტანციაზე მოიგო, 2009 წელს, რომში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, ის პირველი ქალი გახდა, ვინც 400 მეტრი 4 წუთზე ნაკლებ დროში დაფარა – 3:59.15.

კომენტარები

ბოლო ამბები