Thumbnail
  • ამერიკული მედია: მამუკელაშვილმა NBA-ს დრაფტზე დადგომა გადაწყვიტა
  • როგორია მედიის პროგნოზი 2020 წლის დრაფტზე

hoopsrumors.com-ის და სხვა ამერიკული სპორტული მედიის ინფორმაციით, NCAA-ს კლუბის, სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე დადგომას აპირებს. "სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი აპირებს გამოაცხადოს, რომ დრაფტზე დგება. ის ამას აგენტის აყვანის გარეშე გეგმავს", - წერს საიტი.

211 სმ. სიმაღლის ქართველი ფორვარდი ჯერაც იუნიორი კალათბურთელის სტატუსით სარგებლობს. ასე რომ, მას მომავალ სეზონში კვლავ სეტონ ჰოლში თამაში შეუძლია, რომელსაც აღარ ეყოლება ლიდერი მაილს პაუელი (დრაფტზე დგება), ამიტომაც სანდრო გუნდის ერთპიროვნული ლიდერი უნდა გახდეს, თუმცა ამავე დროს, მისმა კარგმა თამაშმა NBA-ს რამდენიმე გუნდი დააინტერესა. მოკლედ, სანდრო არაფერს კარგავს, თუ წლეულს რომელიმე კლუბი დრაფტზე არ აიყვანს. yahoo მიიჩნევს, რომ ასეც იქნება.

სანდრო მამუკელაშვილი 2019/20 სეზონში: 11.9 ქულა, 6.0 მოხსნა

"შესანიშნავი შანსია, ვნახოთ, რა ეტაპზეა ის განვითარების, დრაფტის პროცესი ძალზე საინტერესო და სასარგებლოა. ახლა დრაფტის პროცესი ბიჭებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება და დარწმუნებული ვარ, სანდროსთან ერთად ამ პროცესს აუცილებლად გავივლით", - ამბობს კევინ უილარდი, სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელი.  

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები