Thumbnail

‘აპრილის ბოლომდე არ განახლდება’ – სარაგბო სეზონი ისევ გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით მიმდინარე ყველა შეჯიბრი, როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდების მონაწილეობით, მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, საშეჯიბრო კომიტეტმა ჯერ ჭაბუკთა ლიგების და ფესტივალების, ხოლო მოგვიანებით ყველა ლიგის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ეს შეზღუდვა 1 აპრილამდე მოქმედებდა, თუმცა პანდემიის გავრცელების ფონზე, ვადა თვის ბოლომდე გადაიწია.

აღნიშნულის თაობაზე კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა გააკეთა.

“ყველა პროგნოზით, ეპიდემია პიკს აპრილში მიაღწევს და შესაბამისად, ჩემპიონატებში მორატორიუმი მინიმუმ ორი კვირით გახანგრძლივდება.

რა იქნება შემდგომში, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

განვიხილავთ ჩემპიონატების განსხვავებული სისტემით განახლების შესაძლებლობას.

მთავარია ეპიდემია დასრულდეს და ამ საკითხზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები