Thumbnail
  • სან ანტონიოს ვარსკვლავი მოსალოდნელზე ადრე გამოჯანმრთელდა.
  • ESPN-ის ინფორმაციით, ლეონარდი ხუთშაბათს განაცხადში იქნება.

კავაი ლეონარდი იმაზე ადრე ბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ლეონარდი სან ანტონიოს განაცხადში ხუთშაბათსვე, ნიუ ორლეანს პელიკანსთან შეხვედრაში იყოს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 26 წლის ლეონარდი ტექსასელთა განაცხადში აუცილებლად იქნება. როგორც ირკვევა, კავაი უკვე თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ლეონარდს ამ სეზონში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი აცხადებდა, რომ ლეონარდისთვის ეს სეზონი დამთავრებული იყო. როგორც ჩანს, კავაის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად წარიმართა.

სან ანტონიოს NBA-ში ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული და კავაი ლეონარდის დაბრუნება პლეი ოფისთვის ბრძოლაში ძალიან წაადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები