Thumbnail

ხაბიბს დარბაზი დაუხურეს - მომზადება ექსტრემალურ პირობებში

  • დარბაზი, სადაც ხაბიბ ნურმაგომედოვი ვარჯიშობდა, დაიხურა
  • UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიათი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა შედგება
  • სავარაუდოდ, ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ადგილი შეიცვლება

კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკაში დარბაზები დაიხურა. ეს შეეხო სან ხოსესაც, სადაც ხაბიბი ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. ბრძოლამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და UFC ირწმუნება, რომ ვირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ბრძოლა მაინც შედგება, თუნდაც უმაყურებლოდ. 

ხაბიბი დახურულ დარბაზში აგრძელებს მომზადებას, თუმცა იქ შესვლის უფლება მხოლოდ მას და რამდენიმე კაცს აქვს. 

ხაბიბის მწვრთნელი ხავიერ მენდესი: "ხაბიბთან სხვას არავის ვუშვებთ. უსაფრთხოების ზომები ძალიან მკაცრია. ხაბიბი ვირუსისგან უნდა დავიცვათ".

ყველაზე მეტ კითხვას ბრძოლის ადგილი იწვევს. ბრუკლინში ბრძოლის გამართვა წარმოუდგენლად მოჩანს და მხარეებს სხვა ლოკაცია ჯერ არ დაუსახელებიათ. არ არის გამორიცხული, ბრძოლა ისევ გაერთიანებულ საემიროებში შედგეს, ისევე, როგორც ხაბიბის წინა ჩხუბი დასტინ პორიესთან. საამიროებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა, პრობლემა ის არის, თუ როგორ შეძლებენ მებრძოლები ამერიკის დატოვებას. შეზღუდვების გამო ფრენები არ სრულდება.

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ბრძოლის ჩატარებაში დარწმუნებულია.

დანა უაითი: "ფანი იქნები, თუ მედიის წარმომადგენელი, რა მნიშვნელობა აქვს? გინდათ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩამოხვიდეთ ფსონს, გინდათ მითხრათ, რომ ეს ბრძოლა ვერ შედგება?! რაღაც ეტაპზე შეწყვეტთ ჩემში ეჭვის შეტანას".

კომენტარები

ბოლო ამბები