Thumbnail

რატომ ექცევიან დიბალას განსაკუთრებულად? - იტალიაში აპროტესტებენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ის, რომ ფეხბურთელებს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს განსაკუთრებულად ექცევიან, იტალიაში ბევრის გაღიზიანებას იწვევს. სულ რამდენიმე დღის წინ, გონსალო იგუაინმა და დუგლას კოშტამ იზოლაციის პირობები და ვადა დაარღვიეს და პირადი თვითმფრინავით სამხრეთ ამერიკაში გაფრინდნენ.

ამჯერად კრიტიკა პაულო დიბალას შეხვდა. კერძოდ, მას და მის მეგობარ გოგონას ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა მარტივ ფორმებში, უსიმპტომოდ. ამის მიუხედავად, დიბალა სახლში გადის მკურნალობას და ის სამედიცინო ეკიპირება და პრეპარატები აქვს, რომელიც იტალიაში მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის არის ნებადართული.

სოციალურ ქსელებში პირველი ეს ჟურნალისტმა სალვეჯა ლუკარელიმ გაახმოვანა და მან დასვა შეკითხვა, თუ როგორ მოახერხა დიბალამ ტესტირების გავლა საკუთარ სახლში, როცა ოფიციალურად ეს მხოლოდ რთული სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, სახელმწიფო სავადმყოფოებშია შესაძლებელი.

ლუკარელის ბევრი გამოხმაურება ჰქონდა:

"ამიხსენით, რატომ ხდება, რომ სახლში მომაკვდავ ადამიანებს ტესტირების საშუალება არ აქვთ და დიბალას და მის მეგობარს კი აქვთ. არის რაიმე კერძო ტესტირების საშუალება? მაშინ ჩვენც გვითხარით და კერძო ტესტირებას ჩვენც გავიკეთებთ. ან კიდევ უარესი - ეს სახელმწიფო სავადმყოფოებში მოხდა და იქ ტესტირებას მხოლოდ რთული სიმპტომების მქონე პაციენტებს უტარებენ, დიბალას კი სიმპტომები არ აღენიშნება".

კომენტარები

ბოლო ამბები