Thumbnail

‘ორშაბათს ვარჯიშს ვიწყებთ’ – ვოლფსბურგის მოულოდნელი გადაწყვეტილება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გერმანული ვოლფსბურგის ხელმძღვანელობამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც კლუბი ორშაბათიდან საწვრთნელ პროცესს განაახლებს.

როგორც ირკვევა, “მგლები” ვარჯიშებს გუნდის სტადიონის ძირითად მოედანზე ჩაატარებენ და არა – საწვრთნელ ცენტრში.

ამგვარად, ფეხბურთელებს ვარჯიშისას გარკვეული დისტანციის შენარჩუნების საშუალება ექნებათ.
მოთამაშეები ოთხ ჯგუფად დაიყოფიან და წვრთნებს ისე გაივლიან, თუმცა, ეს, რისი მომცემია, ძნელი ასახსნელია.

“ფეხბურთელებს მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები ექნებათ, ბურთის გარეშე. მოეწყობა 4 იზოლირებული გასახდელი და შხაპი, სადაც ყოველი გამოყენების შემდეგ, დეზინფექცია მოხდება”, - აღნიშნა ვოლფსბურგის აღმასრულებელმა დირექტორმა იორგ შმადტკემ.

იორგ შმადტკე

ვოლფსბურგში გადაწყვეტილების საფუძვლად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ბუნდესლიგის განახლების თარიღაც ჯერაც 3 აპრილია დასახელებული.

გუნდში ამბობენ, რომ თუკი კორონავირუსის გამო, სეზონის განახლება კიდევ გადაიდება, ვოლფსბურგი საწვრთნელ პროცესს ისევ შეწყვეტს.

ვთქვათ ისიც, რომ კალენდრის თანახმად, 4 აპრილს, “მგლებს” ლევერკუზენში ბაიერთან მატჩი ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები