Thumbnail

'ოპერაცია არ დასჭირდა, ვარჯიშს მალე განაახლებს' – აგენტი ანანიძეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 27 წლის ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კვირაში მზად იქნება
  • ჯანო ანანიძე ანორთოსისში საწვრთნელი პროცესისას დაშავდა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას ანორთოსისის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ოპერაციას გადაურჩა და ტრავმის შემდეგ, ვარჯიშის განახლებას რამდენიმე კვირაში შესძლებს.

ეს ინფორმაცია ქართველი ნახევარმცველის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ გაავრცელა.

“ჯანოს ოპერაცია არ დასჭირდა. აღდგენითი პროცესი ნორმალურად მიდის, რამდენიმე კვირაც და ის მზად იქნება. ანანიძეს დასვენება წაადგა.

ანორთოსისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე არ გვისაუბრია, რადგანაც ახლა ყველა კორონავირუსზე არის გადართული”.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს თითქმის მთელი კარიერა მოსკოვის სპარტაკში აქვს გატარებული, სადაც 2009 წლიდან თამაშობდა, კვიპროსულ გუნდში კი მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა.

27 წლის ანანიძე 11 მარტს ანორთოსისის ვარჯიშზე დაშავდა და იყო ვარაუდი, რომ მუხლის გვერდითი მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, თუმცა, ქართველი ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები