Thumbnail

ევროპაბეთი ფსონებს კიბერსპორტზე იღებს - გიხსნით ყველაფერს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ყველაფერი ელექტრონული სპორტის შესახებ
  • ვინ თამაშობს, ვინ სად უყურებს და ვინ რას იგებს
  • მთავარი მოქმედი გმირები, სად და ვისზე დავდოთ ფსონი
  • კიბერსპორტზე ფსონების გაკეთება ევროპაბეთის  საშუალებით შეგიძლიათ

რა არის კიბერსპორტი

ელექტრონული სპორტი პროფესიონალური გეიმინგია და მოიცავს იმ თამაშების ტურნირებს, რომლებსაც კომპიუტერული თამაშების მოყვარულები ხშირად სახლში თამაშობენ. ისეთი სთრიმინგ სერვისების წყალობით, როგორიცაა twitch და youtube, პროფესიონალური გეიმინგი გლობალური მასშტაბის მოვლენად იქცა. კიბერსპორტსმენები ხშირ შემთხვევაში არ ჩამოუვარდებიან ჩვეულებრივ სპორტსმენებს - არც ფანების რაოდენობით და არც შემოსავლით.

თამაში კიბერსპორტად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ იმართება მისი ჩემპიონატი, ოფიციალური განრიგით, წინასწარ შედგენილი გუნდებითა და ფულადი პრიზებით. ყველაზე პოპულარული კიბერსპორტის თამაშებია Call of Duty, Counter-Strike, Dota 2, Fortnite, League of Legends, Overwatch და სხვა. 2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მასშტაბური კიბერსპორტ ტურნირი თამაშ DOTA 2-ისთვის გაიმართა.

აშშ-ში 600-ზე მეტმა კოლეჯმა თუ უნივერსიტეტმა დაამატა სხვადასხვა სტიპენდიები და კურსები პროფესიონალური გეიმინგის შესწავლის მსურველთათვის, 2020 წელს კი PlayVS-მა კიბერსპორტის სასკოლო ტურნირები დაიწყო, რომელშიც 19 500-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. 

ფაქტია, კიბერსპორტს დიდი მომავალი აქვს. თუმცა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ელექტრონული სპორტის ისტორია

ელექტრონული სპორტის ოფიციალური ტურნირები შედარებით ახალი ფენომენია, თუმცა სპორტული გეიმინგი ჯერ კიდევ პირველი ვიდეოთამაშის, Pong-ის დროს არსებობდა. 1972 წელს ტარდებოდა Magnavox და Pong-ის ტურნირები. 1980 წელს თამაშ Space Invaders-ის ტურნირი გაიმართა, რომელშიც 10 000-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. 1990-იანი წლების დასაწყისში, პოპულარული გახდა Street Fighter-ისა და Mortal Kombat-ის ტურნირები, რომელმაც გზა გაუკვალა თანამედროვე ტურნირებს ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Starcraft, Warcraft, Overwatch, Call of Duty და Halo.

კიბერსპორტის ტურნირი პირველად ტელევიზიით 2006 წელს გადაიცა: USA Network-მა Halo 2-ის თამაშები აჩვენა. თუმცა, კიბერსპორტში რევოლუცია სთრიმინგ პლატფორმა Twitch-ის შექმნის შემდეგ, 2011 წელს დაიწყო: ახალი პლატფორმის წყალობით, მოთამაშეებსა და ფანებს შორის კომუნიკაციაც გამარტივდა და თამაშების ყურებაც. 2011 წელსვე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაშის, League of Legends-ის ტურნირი და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2013 წელს, League of Legends-ის Staples Center-ში, ლოს ანჯელესში გასამართ ტურნირზე დასასწრები ბილეთები გამოსვლიდან სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა.

League of Legends-ის ჩემპიონატი Staples Center-ში [2013]

ყველაზე პოპულარული თამაშები

2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მასშტაბური კიბერსპორტ-ლიგა Dota 2-ს ეკუთვნის: საერთო ჯამში, Dota 2-ის ყველა ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 200 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა, მთლიანი ლიგა 3 500 მოთამაშესა და 1 300-ზე მეტ ცალკეულ ტურნირს აერთიანებდა.

ერთეული ტურნირის ციფრებით, ყველაზე დიდია ახალი თამაში Fortnite. Fortnite World Cup პირველად 2019 წელს გაიმართა და მისმა საპრიზო ფონდმა 64,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ფინალში გასული მომთამაშეების მინიმალური მოგება 50 ათასი დოლარი იყო, ხოლო გამარჯვებულმა  3 მილიონი დოლარის პრიზი მიიღო.

როგორც ხედავთ, პროფესიონალურ კიბერსპორტში დიდი ფულის მოგება შეიძლება. თუმცა, ოფიციალური პრიზების გარდა, მოთამაშეებს თუ გუნდებს ხშირად ბრენდებიც სთავაზობენ სპონსორობას. რა თქმა უნდა, მოთამაშეებს გუნდის მფლობელი კომპანიები ხელფასსაც უხდიან და მათ გუნდში გადასასვლელად დიდ ჰონორარსაც სთავაზობენ, თუმცა ეს ციფრები, ხშირად გასაიდუმლოებულია.

2019 წელს, მხოლოდ ტურნირებიდან მიღებული შემოსავლით, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე დანიელ იოჰან სანდერსტეინია, რომელმაც 6,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს კი ფინელი იესი ვალნიკა იკავებს: მისმა წლიურმა შემოსავალმა 6,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

USA Today-ს გათვლებით, ელექტრონული სპორტის საერთო შემოსავალი 2021 წლისთვის 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ტურნირები და საპრიზო ფონდები

ისევე როგორც ჩვეულებრივ სპორტში, ელექტრონულ სპორტშიც ყველაზე პოპულარული გუნდური თამაშებია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინდივიდუალური თამაშების ტურნირებით, მაგალითად, FIFA, Starcraft თუ Hearthstone, მისი ტურნირები გუნდური თამაშების ტურნირებივით მასშტაბური არ არის. 

  • DOTA 2: ყველაზე მასშტაბურ ტურნირს 15 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. პროფესიონალურ ლიგაში ამჟამად 59 გუნდია, საპრიზო ფონდი 35 მილიონი დოლარია და ის სულ უფრო და უფრო იზრდება.

  • Fortnite: 30 მილიონის საპრიზო ფონდი, 40 მილიონი მოთამაშე ტურნირებში, ყველაზე მასშტაბურ თამაშს თვალს ადევნებდა 2 მაყურებელი.

  • League of Legends: 24 გუნდი, მაყურებლების რეკორდული მაჩვენებელი 44 მილიონი, 7 მილიონიანი ერთჯერადი საპრიზო ფონდი.

  • CS:GO: 40 გუნდი, მთავარი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი და  1.2 მილიონი მაყურებელი.

  • Overwatch: 20 გუნდი, 5 მილიონი საპრიზო ფონდი და 300 ათასი მაყურებელი.

  • PUBG: 2 მილიონი საპრიზო ფონდი, 20 გუნდი, 800 ათასი მაყურებელი.

სად ვუყუროთ ელექტრონულ სპორტს

თუ ელექტრონული სპორტისთვის ყურებით დაინტერესდით, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ეს საკმაოდ იოლია: ტურნირებზე დასწრების გარდა, თამაშებს შეგიძლიათ სთრიმინგ პლატფორმებზე YouTube ან Twitch-ზე ადევნოთ თვალი. მატჩების ყურება კომპიუტერის გარეშე, Android და iOs აპლიკაციების საშუალებით, სმარტფონზე თუ ტაბლეტზეცაა შესაძლებელი. ხოლო თუ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ვერ უყურებთ, მატჩები ლიგების არხებზეც იტვირთება.

სატელევიზიო არხებზე ელექტრონული სპორტის ყურება შესაძლებელია ESPN 2-ის, Disney XD-ის, BBC-სა და TBS-ის საშუალებით. თუმცა, თუ ტურნირზე დასრების სურვილი გაქვთ, ბილეთების დაჯავშნა კარგა ხნით ადრე მოგიწევთ.

როგორ დავდოთ ფსონი კიბერსპორტზე

ელექტრონულ სპორტზე ფსონები ტრადიციული სპორტის ფსონების მსგავსია. ყველაზე მარტივია ფსონის დადება რომელიმე მოთამაშის/გუნდის მოგებაზე, ან წაგებაზე. მოგება-წაგების გარდა, არის უფრო დეტალური ფსონებიც. ჩვენ ვეცდებით, ამ ფსონების არსი აგიხსნათ.

მაგალითად, CS:GO-ს ლიგაში არსებობს ფსონი, პირველი ბრძოლის მოგებაზე, League of Legends-ში არის ფსონი იმაზე, თუ ვინ დაამარცხებს დრაკონსა თუ მინი ბოსს პირველი და სხვა. ამის გარდა:

ჯგუფის გამარჯვებული: თუ ტურნირი ჯგუფებად მიმდინარეობს, თქვენ ფსონს დებთ იმაზე, თუ რომელი გუნდი გაიმარჯვებს ქვეჯგუფში და გადავა შემდეგ ეტაპზე.

პირველი სისხლი: თქვენ ფსონს დებთ იმაზე, თუ რომელი გუნდი მოკლავს პირველი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს (ასეთი ფსონების დადება შესაძლებელია, მაგალითად, Counter Strike: Global Offensive-ში და League of Legends-ში) 

რაუნდები: თქვენ ფსონს დებთ იმაზე, რამდენი რაუნდი გაგრძელდება თამაში (მაგალითად, Overwatch-ში სტანდარტული თამაში (რუკის ტიპის მიხედვით), 2 ან 3 რაუნდი გრძელდება, თუმცა, შესაძლებელია ის 6 რაუნდიც კი გაგრძელდეს).

რუკის მოგება: თქვენ ფსონს დებთ იმაზე, თუ რომელი გუნდი მოგებს რაუნდს ამა თუ იმ რუკაზე ( მაგალითად: Counter Strike: Global Offensive, DOTA 2, League of Legends, Overwatch).

ელექტრონულ სპორტში, ისევე როგორც ჩვეულებრივ სპორტში, მოგება და წაგება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა გუნდის მომზადების დონე, მათი ინდივიდუალური უნარები, მოგება-წაგების სტატისტიკა და სხვა. შესაბამისად, გირჩევთ, ფსონის დადებამდე თქვენი ფავორიტი გუნდის შესახებ ყველაფერი შეიტყოთ. ამაში ჩვენ დაგეხმარებათ, ფსონის დადება კი ევროპაბეთზე უკვე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები