Thumbnail

რონალდომ კორონავირუსზე ტესტი გაიარა – პასუხი ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტი გაიარა და საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ამ ინფორმაციას პორტუგალიური A Bola ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდო კუნძულ მადეირაზე მდებარე სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც იუვენტუსის სამ ფეხბურთელს – დანიელე რუგანის, ბლეზ მატუიდისა და პაულო დიბალას ვირუსი დაუდასტურდათ.

სათქმელია ისიც, რომ კრიშტიანო მსოფლიოს მოდებულ კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანას აპირებს.

კრიშტიანო გეგმავს მისსავე აგენტს – ჟორჟე მენდეშს მიბაძოს, რომელმაც პორტოს საავადმყოფოებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები (მათ შორის, 50 ათასი დამცავი ნიღაბი) შეიძინა.

ამავდროულად, რონალდო სოციალურ ქსელებში პოპულარულ კამპანიაში “დარჩი სახლში” ჩაერთო და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შვილებს ხელების სწორად დაბანას ასწავლის.

ცნობისთვის, პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 600 შემთხვევაა დაფიქსირებული, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები