Thumbnail

33 ინფიცირებული – კორონავირუსმა უკვე 3 საფეხბურთო გუნდი შეკრიბა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ამ დროისთვის, სენი უკვე 320 ათასამდე ადამიანს შეეყარა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 13 689-ს უტოლდება.

გასაკვირი არაა, რომ ინფიცირებულთა შორის სპორტსმენებიც არიან, კონკრეტულად კი, ფეხბურთელებიც.

ამ დროისთვის, კორონავირუსი უკვე 33 ფეხბურთელს დაუდასტურდა, რომელთა შორის საქვეყნოდ ცნობილი მოთამაშეებიც არიან.

იტალია

დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი, პაულო დიბალა (ყველა – იუვენტუსი), ჰერმან პესელია, პატრიკ კუტრონე, დუშან ვლაჰოვიჩი (ყველა – ფიორენტინა), მანოლო გაბიადინი, ომარ კოლეი, ოლბინ ეკდალი, ანტონინო ლა გუმინა, მორტენ ტორსბი, ფაბიო დეპაოლი, ბარტოშ ბერეშინსკი (ყველა – სამპდორია), მატია ძაკანი (ვერონა), კინგ პოლ აკპან უდო (პიანეზე), დანიელ მალდინი (მილანი).

ესპანეთი

ხოსე ლუის გაია, ესეკიელ გარაი, ელიაკიმ მანგალა (ყველა – ვალენსია), უ ლეი, ლეანდრო კაბრერა (ორივე – ესპანიოლი), ჟონატასი (ელჩე), იელკო ალფაია (ბერგანტინოსი).

გერმანია

მაქსიმილიან მიტელშტედტი (ჰერტა), ლუკა კილიანი (პადერბორნი), იანეს-კილიან ჰორნი, ტიმო ჰიუბერსი (ორივე – ჰანოვერი).

ინგლისი

კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი), ჯეიმს ბოლტონი, ენდი კენონი, შონ რაგეტი (ყველა – პორტსმუთი), ჩარლზ ოსტინი (ვესტ ბრომვიჩი).

ჩინეთი

მარუან ფელაინი (შანდუნ ლუნენი).

კომენტარები

ბოლო ამბები