Thumbnail

'ტესტი დადებითი აღმოჩნდა' - ფელაინის კორონავირუსი დაუდასტურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ნახევარმცველ მარუან ფელაინის, რომელიც ამჟამად ჩინური შანდუნ ლუნენის ღირსებას იცავს, კორონავირუსი დაუდგინდა.

შესაბამისი ინფორმაცია პირველმა ჩინეთის ქალაქ ცზინანის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა, შემდეგ კი, თავად ბელგიელმა ფეხბურთელმაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა, ფელაინიმ ვირუსზე ტესტი 20 მარტს ჩააბარა, როდესაც ქალაქში მატარებლით დაბრუნდა.

მარუანი ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეთაგან პირველია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

დღესვე, ბელგიელი ლეგიონერის განცხადებაც გავრცელდა.

“ძვირფასო მეგობრებო, კორონავირუსზე ტესტი ჩავაბარე და ის დადებითი აღმოჩნდა.

მადლობას ვუხდი ქომაგებს, ექიმებსა და კლუბის წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

მკურნალობის კურსს გავივლი და იმედი მაქვს, რომ მინდორს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები.

გთხოვთ, ერთმანეთს გაუფრთხილდეთ”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებულმა ახალმა ვირუსმა პირველად სწორედ ჩინეთში იფეთქა.
ამ დროისთვის, ჩინეთში დაინფიცირების 81 054 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 261 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები