Thumbnail

ბრეშას პრეზიდენტი: ეს, ნამდვილი ჭირია, იფიქრეთ, როგორ გადარჩეთ!

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური ბრეშას პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვითარებას მეტი სერიოზულობით მოეკიდნონ.

“ახლა, უკვე მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ. თასი, სკუდეტო... ლაციოს პრეზიდენტ ლოტიტოს ჩემპიონობა უნდა? მისი იყოს.

კლაუდიო დარწმუნებულია, რომ მას უძლეველი გუნდი ჰყავს. მივცეთ უფლება, ამით დატკბეს.

ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება. იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, ტურნირები როდის განახლდება, არამედ იმაზე, როგორ გადავრჩეთ.

კონკრეტულად ფეხბურთთან დაკავშირებით კი, უნდა შევეგუოთ, რომ მომავალ სეზონამდე არაფერი იქნება. რეალობას თვალი გავუსწოროთ, ჯენტლმენებო. ეს ნამდვილი ჭირია.

წლეულს ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებთ. იფიქრეთ მომავალ სეზონზე.

ვიღაცეებს კიდევ არ ესმით, რა ხდება და ეს, ვირუსზე უარესია. საოცრების იმედი აღარ მაქვს, ამ ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი”.

შეგახსენებთ, რომ იტალია იმ ქვეყანათა რიგშია, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად აზარალა. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში დაინფიცირების 53 578 შემთხვევაა დაფიქსირებული, 4 825 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები