Thumbnail

‘მითხრეს, რომ ყოველდღე მცემდნენ’ – რატომ შეეშვა ლებრონი ამერიკულ ფეხბურთს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლებრონ ჯეიმსმა სპორტული კარიერის დასაწყისზე ისაუბრა
  • მას ამერიკულ ფეხბურთშიც კარგი მონაცემები ჰქონდა

NBA-ს ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა სპორტული კარიერის დასაწყისზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ გაჰყვა კალათბურთს და არა – ამერიკულ ფეხბურთს.

ლოს ანჟელეს ლეიკერსის ლიდერმა შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას შესაბამისი ფოტოც მოაყოლა, სადაც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის ფორმაშია ასახული.

“ეს ფოტო მეგობარმა გამომიგზავნა. მისმა ვაჟმა გაკვირვება გამოთქვა: “არ ვიცოდი, რომ ლებრონი ოჰაიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო”.

მან უპასუხა: “კი, ის ფეხბურთშიც მაგარი იყო”. შვილმა უპასუხა: “სიგიჟეა”.

60 მიღება, 1 200 იარდი და 16 თაჩდაუნი – ასეთი სტატისტიკა მქონდა როგორც მიმღებს პირველ სეზონში. კაცები იტყუებიან, ქალები იტყუებიან, რიცხვები – არა.

თუმცა, იმ სეზონის ბოლომდე არ მითამაშია, რადგანაც საკალათბურთო გუნდში ჩემმა თანაგუნდელებმა ამის საშუალება არ მომცეს.

მათ მითხრეს, თუკი საფეხბურთო მოედანზე მნახავდნენ, ყველა ასეთი შემთხვევის დროს მცემდნენ.

მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ისე კი, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებმა ამ ბიჭებს, მგონი, მადლობა უნდა უთხრათ, რადგანაც მანდ რომ დავრჩენილიყავი, ბევრს გაგამწარებდით”.

კომენტარები

ბოლო ამბები