Thumbnail

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიამ NCAA-ს სეზონიც შეაფერხა.

აშშ-ს სტუდენტური ლიგის მატჩები გაურკვეველი ვადითაა შეწყვეტილი და უქმობა უწევს ილინოისის ქართველ კალათბურთელ გიორგი ბეჟანიშვილსაც.

ქართველი ფორვარდის კლუბს გასულ დღეებში NCAA-ს საპლეიოფო თამაშები უნდა ჩაეტარებინა, ამის ნაცვლად კი, ბეჟანიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

და როგორ ცდილობს შინ დარჩენილი ქართველი ლეგიონერი გაიქარვოს კალათბურთის მონატრება? გიორგი შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

View this post on Instagram

Working on the pivot 😂🚀 #ballislife

A post shared by Giorgi Bezhanishvili (@cherrigiorgi) on

კომენტარები

ბოლო ამბები