Thumbnail

‘დარჩით სახლში, ვიფიქროთ ერთმანეთზე’ – ზაზა ფაჩულიას მოწოდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოში გავრცელებულ კამპანიას “დარჩი სახლში” საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციისკენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებენ.

არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა ჩაწერა ვიდეო, სადაც არსებულ რთულ ვითარებაში ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეზეა საუბარი.

ფაჩულიამ მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელს მსოფლიოში რთული პერიოდია.

პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ექიმებსა და ექთნებს, ყველას, ვინც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ დარჩეთ სახლში და ვიფიქროთ ერთმანეთზე და არა მხოლოდ – საკუთარ თავზე.

შინ დარჩენით ჩვენ ხელს შევუშლით კორონავირუსის გავრცელებას.

აგრეთვე მინდა ვთხოვო ჩვენს ბიზნესმენებს, გავითვალისწინოთ ჩვემი ხალხის მდგომარეობა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და შევუნარჩუნოთ პოზიციები.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები