Thumbnail

პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირებულია მისი შვილი დანიელიც

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მილანის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის კორონავირუსი აქვს.

"AC მილანი ადასტურებს, რომ კლუბის ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულთან და მან ვირუსის სიმპტომები გამოავლინა. გუშინ გაკეთებულ ტესტზე პოზიტიური პასუხი მოვიდა".

COVID-19 დაუდგინდა პაოლოს ვაჟ დანიელსაც. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კარგად არის და მათ უკვე გაიარეს ორკვირიანი თვითიზოლაცია. ახლა ისინი გამოჯამრთელებამდე კარანტინში იქნებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები