Thumbnail

მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანა ლევანდოვსკამ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს მილიონი ევრო შესწირეს. 

"ჩვენს ირგვლივ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ დღეს ყველა ერთ გუნდში ვთამაშობთ. მოდი, ვიყოთ ძლიერები ამ ბრძოლაში. თუ შეგვიძლია, რომ ვინმეს დავეხმაროთ, გავაკეთოთ ეს! ეს სიტუაცია ყოველ ჩვენგანზე მოქმედებს. ამიტომაც ვითხოვთ, შევასრულოთ ექიმების რეკომენდაციები, მოვუსმინოთ იმ ხალხს, ვინც უკეთ ერკვევა სიტუაციაში. გამოვავლონოთ პასუხისმგებლიანობა. 

ვფიქრობთ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და ისევ ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ჩვენ ყველანი გავუძლებთ ამ რთულ სიტუაციას".

შეგახსენებთ, რომ ეს კამპანია ლევანდოვსკის გუნდელებმა ლეონ გორეტცკამ და ჯოშუა კიმიხმა წამოიწყეს  #WeKickCorona ლოზუნგით და ფონდში თითო მილიონი ევრო გადარიცხეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები