Thumbnail

იუვენტუსის ვარსკვლავსა და მის მეგობარ გოგონას კორონავირუსი დაუდგინდათ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა პაულო დიბალამ დაადასტურა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია. ვირუსი დაუდგინდა მის მეგობარ გოგონას, ორიანსაც. არადა, სულ რამდენიმე საათის წინ არგენტინელი ისევ ამტკიცებდა, რომ მასზე ცრუინფორმაცია ვრცელდებოდა და რომ მას COVID 19 არ აქვს.

პაულო დიბალა ტურინული გრანდის მესამე ფეხბურთელია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა დანიელე რუგანისა და ბლეზ მატუიდის შემდეგ.

"გაუმარჯოს ყველას. მინდა გაცნობოთ, რომ COVID 19-ის ტესტის პასუხი მივიღეთ და ორივეს, მეც და ორიანასაც დადებითი პასუხი მოგვივიდა. საბედნიეროდ, ბრწყინვალედ ვგრძნობთ თავს, მადლობა მესიჯებისთვის", - დაწერა დიბალამ "ტვიტერზე".

კომენტარები

ბოლო ამბები