Thumbnail

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, უეფამ საფეხბურთო კალენდარში დიდი ცვლილებები შეიტანა. ევროპის ჩემპიონატი სულაც 2021 წლისთვის გადაიდო. რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფს, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, ეს ტურნირი ივნისში ჩატარდება.

საქართველო პლეი ოფის D გზიდან ცდილობს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ამისთვის შინ ბელარუსი უნდა დაამარცხოს და შემდეგ კვლავ თბილისში მოუგო ან ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს (გააჩნია, რომელი გუნდი გაიმარჯვებს ამ წყვილში).

ეს თამაშები 26 და 31 მარტს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ივნისისთვის გადაიდო, მაგრამ როდისთვის?

უეფას თარიღები ოფიციალურად ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა ითქვა, რომ ეს მოხდება ივნისის დასაწყისში ეგრეთ წოდებულ ფიფას დღეებში. 2020 წელს ფიფას დღეები, როცა ეროვნულ ნაკრებებს ამხანაგური მატჩების გამართვა შეუძლიათ, 3-11 ივნისით არის განსაზღვრული. ასე რომ, პლეი ოფიც ამ ვადებში უნდა ჩაეტიოს.

მეტიც, ზოგიერთი გამოცემა ზუსტ თარიღებსაც ასახელებს - პლეი ოფის ნახევარფინალები შაბათს, 4 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალები ხუთშაბათს, 9 ივნისს. ზოგიერთი წყარო 2 ივნისს ასახელებს, მაგრამ ეს თარიღი ფიფას დღეების არეალში არ არის. 

აქვე ვიტყვით, რომ ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, უეფა ამ საკითხს აპრილში მიუბრუნდება.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები