Thumbnail

'ჩვენს ნაკრებს სხვებთან უპირატესობა აქვს' - ინტერვიუ ელგუჯა ლობჯანიძესთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კლუბის ოფიციალური საიტის ინტერვიუ ელგუჯა ლობჯანიძესთან
  • სად თამაშზე ოცნებობს ქართველი ფორვარდი

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატი ახალ გუნდ, ქაისართან ერთად წარმატებით დაიწყო - "მგლების" შემადგენლობაში, ქართველმა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა ორ ტურში და პირადად მოუტანა ქაისარს 6 ქულა. 

ლობჯანიძე ყაზახეთის პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელთა ნომინაციაში მე-2 ადგილზე გავიდა. მასთან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჩაწერა.

- ჩემპიონატის პირველ ორ ტურში გაიტანეთ, გქონიათ ასეთი კარგი სტარტი რომელიმე კლუბში?

- სიმართლე გითხრათ, ეს კარიერაში პირველად მოხდა. მიხარია, რომ ჩემმა ორმა გოლმა გამარჯვება მოუტანა კლუბს. რა თქმა უნდა, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდელებმა კარგად ითამაშეს, მადლობა მათ ამისთის.

- სეზონის ბოლოს რომელ ადგილზე გესახებათ ქაისარი?

- ადრე დავიწყეთ მზადება ჩემპიონატისთვის და სეზონის სტარტიც კარგი გამოგვივიდა. ამხანაგური მატჩები ძირითადად ევროპულ გუნდებთან გვქონდა და ამით კარგი გამოცდილება მივიღეთ. სუპერთასზე არ გაგვიმართლა - ასტანა ძალიან ძლიერი მეტოქეა, ერთ-ერთი საუკეთესო ყაზახეთში. ზოგადად, ქაისარს ყველასთან შეუძლია სამი ქულის მოპოვება.

- ქაისარი რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდეს, რისთვის იბრძოლებდა?

- დღეს უკვე აღარ ვიცი, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში, ვერ გეტყვით, რა დონეზე თამაშობენ გუნდები ჩემს სამშობლოში. თუმცა ერთი რამ ცხადია - ქაისარი აუცილებლად TOP 3-ში იქნებოდა.

ასტანასთან სუპერთასის მატჩში

- არ არსებობს ფეხბურთელი ოცნების გარეშე, თქვენი ოცნება...

- ჩემი ოცნება ესპანეთის, ინგლისის ან იტალიის ჩემპიონატში თამაშია. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას - ვფიქრობ, რუსეთი პრემიერ-ლიგაში თამაშს შევძლებდი. თანაც, მცირე გამოცდილება მაქვს რუსეთში თამაშის.

- ეროვნულ ნაკრებში მიწვეული ხართ, როგორ ფიქრობთ, მოხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?

- ეს ისტორიული შანსია საქართველოს ნაკრებისთვის. არასდროს, ჩვენს გუნდს ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია. თუ ბელარუსს მოვუგებთ, შემდეგ კი კოსოვოს ან მაკედონიას, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ! ბურთი მრგვალია, მაგრამ ჩვენს მხარეს საშინაო კედლები და ფეხბურთელების მონდომებაა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას წარვადგენთ. 

- გავიგეთ ყაზახური უკვე კარგად იცით...

- ასეც ვერ ვიტყოდი. რამდენიმე სიტყვა საერთოა ქართულსა და ყაზახურში. მაგალითად "შენ", "ღამე". ყაზახურის შესწავლაში გუნდელები მეხმარებიან. 

- კორონავირუსის ეპიდემიამ ჩემპიონატი ერთი თვით გააჩერა...

- ვფიქრობ, ვარჯიში არ უნდა შევწყვიტოთ, რომ ფორმა არ დავკარგოთ. პერსონალურად ვვარჯიშობ, რომ ჩემპიონატის განახლებას ფორმაში შევხვდე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები