Thumbnail
  • ლივერპულის ოფიციალურმა გვერდმა ფერნანდო ტორესის ოცნების გუნდი გამოაქვეყნა
  • ესპანელი ფეხბურთელის რჩეულთა შორის ხუთი ფეხბურთელი მისი თანამემამულეა

ლივერპულის ოფიციალურ youtube-არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ფერნანდო ტორესმა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ესპანელმა 11-ეულში მხოლოდ ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებთან ერთადაც საკლუბო თუ სანაკრებო კარიერის განმავლობაში უთამაშია.

ტორესმა 3-5-2 ტაქტიკა აირჩია. ფერნანდომ გუნდში საკუთარი თავიც შეიყვანა. გარდა ამისა, მის რჩეულებში 5 ესპანელი ფეხბურთელი მოხვდა.

ფერნანდო ტორესის XI (3-5-2): იან ობლაკი - დიეგო გოდინი, ჯონ ტერი, კარლეს პუიოლი - ჩაბო ალონსო, ჩავი, ხავიერ მასკერანო, სტივენ ჯერარდი, ანდრეს ინიესტა - ფერნანდო ტორესი, დავიდ ვილია

კომენტარები

ბოლო ამბები