Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსი თვითიზოლაციაში ვარჯიშს აგრძელებს
  • მან ინსტაგრამ ლაივის დროს საყვარელ ფეხბურთელებზე ისაუბრა

ლეიკერსის კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი თვითიზოლაციაში ვარჯიშს აგრძელებს. მან ინსტაგრამლაივის დროს ქომაგის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და საყვარელი ფეხბურთელები ჩამოთვალა.

''საყვარელი ფეხბურთელი? მე მყავს რამდენიმე საყვარელი მოთამაშე. რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი. უპირველეს ყოვლისა, ლივერპულის თითოეული მოთამაშე. დიახ, ყველა მოთამაშე ლივერპულიდან. რაც შეეხება ფავორიტებს, მბაპე, ნეიმარი და რონალდო ლეგენდები არიან. მიყვარს ეს ბიჭები'', - განაცხადა ლებრონმა ინსტაგრამლაივის დროს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, NBA-ს სეზონი დროებით შეწყდა. რამდენიმე დღის წინ ლეიკერსის ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინეს - ამ მოთამაშეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები