Thumbnail

რეალი ლუკა იოვიჩს კარანტინის დარღვევას არ პატიობს - ზაფხულში ტრანსფერზე!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის სერბი ფორვარდი მადრიდან ბელგრადში მეგობარი გოგოს სანახავად გაემგზავრა
  • 22 წლის ფეხბურთელმა თვითიზოლაციის წესები დააღვია, რის გამოც ყველამ გააკრიტიკა 
  • ლუკას სერბეთის პრეზიდენტი დაპატიმრებით ემუქრება, რეალი კი მის გაყიდვას აპირებს
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად

მადრიდის რეალი არ აპირებს, შეეგუოს სერბი ფორვარდის ლუკა იოვიჩის საქციელს, რომელმაც კარანტინი თვითნებურად დაარღვია. შეგახსენებთ, რომ იოჩივიჩმა არაფრად ჩააგდო მადრიდში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული ორკვირიანი კარანტინი და ესპანეთიდან სამშობლოში გაემგზავრა. 

"სამეფო კლუბიდან" გამოსული ხმებით, ინგლისური მედია იუწყება, რომ მომავალ ზაფხულს რეალი სერბს ლონდონურ კლუბებს: ჩელსისა და ტოტენჰემს შესთავაზებს. ცნობილია, რომ ეს კლუბები  22 წლის თავდამსხმელის დამატებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.

ლუკას მეგობარი გოგოსთვის დაბადების დღის მილოცვა ძვირი დაუჯდა

ლუკა იოვიჩი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც მადრიდიდან ბელგრადში, მეგობარი გოგოს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. მოგვიანებით სერბმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ კარანტინის წესების შესახებ სრულად ინფორმირებული არ იყო. თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩიჩმა კი ფეხბურთელი მკაცრად გააფრთხილა:

"თუკი ის თავისი ბინიდან გამოვა, მას დააპატიმრებენ. ვფიქრობ, ის ნანობს ჩადენილს, თუმცა ვეტყვი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მილიონები". 

ლუკა იოვიჩი მადრიდის რეალში ფრანკფურტის აინტრახტიდან, გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სერბმა რეალის მაისურით 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები