Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბასკონიას მთავარი იმედია
  • შენგელიას მიმდინარე სეზონში რამდენიმე საოცარი მატჩი ჰქონდა

საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანს, თორნიკე შენგელიას ესპანეთში საოცარი სეზონი აქვს და რამდენიმე ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა. თორნიკე წლის პირველივე მატჩში MVP გახდა. ბასკონიამ იმ თამაშში ესტუდიანტესი გაანადგურა, თუმცა ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაზე უკეთესი მატჩებიც ჰქონდა, რომელთა სიასაც პოპსპორტი გთავაზობთ.

თორნიკე შენგელია VS ოლიმპიაკოსი

ევროლიგის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ოლიმპიაკოსს 16-ქულიანი სხვაობით, 82:66 მოუგო. ეს ვიტორიელთა მე-2 გამარჯვება იყო. თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

თორნიკე შენგელია VS ობრადოირო

თორნიკე შენგელიამ ობრადოიროს 29 ქულა ჩაუგდო, რაც ესპანურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, თორნიკემ ამ თამაშში ბურთი ცენტრიდან ჩააგდო. თორნიკეს ამ მატჩშიც MVP-ს ტიტული მიანიჭეს.

თორნიკე შენგელია VS რეალი

შენგელიას ბასკონიამ რეალთან დიდი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკემ ბოლო წუთებში გუნდს დიდი დახმარება გაუწია და მატჩის მოაგებინა. ამ მატჩის ბოლო წუთების ნახვა ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ეს თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

მადრიდის რეალისა და ბასკონიას მატჩის ბოლო წუთები

მადრიდის რეალისა და ბასკონიას მატჩის ბოლო წუთები თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე შესვლა და გადამწყვეტი ქულები ბოლო წუთზე

Posted by Silk Sport on კვირა, 19 იანვარი, 2020

თორნიკე შენგელია VS ფუენლაბრადა

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ობრადოიროსთან დამყარებული რეკორდი (29 ქულა) ფუნლაბრადასთან მოხსნა. თორნიკემ თავისი შედეგი 3 ქულით გააუმჯობესა. გარდა ქულებისა, თორნიკე მოხსნებშიც ძალიან კარგი იყო და ფარიდან ბურთი 13-ჯერ მოხსნა.

თორნიკე შენგელია VS ალბა

შენგელიას ბასკონია ალბასთან მესამე პერიოდში 16 ქულას აგებდა, თუმცა გუნდმა თამაში შემოატრიალა და ესეც თორნიკეს დამსახურება იყო. თორნიკემ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის გადამწყვეტ მომენტში მეტოქეს დაუფარა და ბასკონიას ერთი ქულით მოაგებინა.

ბასკონიასა და ალბას მატჩის საოცარი ბოლო წუთები

ბასკონიასა და ალბას მატჩის საოცარი ბოლო წუთები შენგელიას ბრწყინვალე თამაში და ჯენინგის გამარჯვების სამქულიანი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები