Thumbnail

20 წლის შემდეგ! ტომ ბრეიდიმ პეტრიოტსი დატოვა და ტამპა ბეიში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტომ ბრეიდი ტამპა ბეიში ითამაშებს
  • ამერიკელი ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის ღირსებას 2000-2020 წლებში იცავდა

3 დღის წინ ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ - ტომ ბრეიდიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პეტრიოტსისდან წასვლის თაობაზე ისაუბრა.

ბრეიდის ორი ვარიანტი ჰქონდა - ტამპა ბეი და ლოს ანჯელეს ჩარჯერსი, მაგრამ როგორც დღეს გაირკვა ამერიკული ფეხბურთის 42 წლის ლეგენდამ კარიერის გაგრძელება ტამპა ბეიში ისურვა.

"გახარებული და ახალ გამოწვევას მოწყურებული..." - ამბობს ბრეიდი. "ახალი მოგზაურობა იწყება და მადლობა ამ შანსისთვის ბიუქენირს" - განაცხადა პეტრიოტსის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ.

ტომ ბრეიდის სუპერბოული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, ამერიკელმა ქუორტერბექმა ამის გაკეთება - 2002, 2004, 2005, 2015, 2017 და 2019 წლებში მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები