Thumbnail

კორონავირუსით ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსმა ესპანეთში ჯამში 1 041 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - მათ შორის ორი სპორტული ჟურნალისტია. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი სწორედ კორონავირუსით გარდაიცვალა.

59 წლის ხოსე მარია კანდელა, რომელიც ესპანეთის ეროვნულ რადიოში მუშაობდა, გასულ ღამეს გარდაიცვალა.

მეორე მსხვერპლი 78 წლის ტომას დიას-ვალდესია, რომელიც ბოლოს გამოცემა General Motorpoint Networks Editores-ის დირექტორი გახლდათ, მანამდე კი, 30 წლის განმავლობაში ყველასათვის კარგად ცნობილ ესპანუს სპორტულ გაზეთ AS-ში მუშაობდა.

საერთო ჯამში, დღეისათვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 412 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ყველაზე მეტია ჩინეთის (80 967) და იტალიის (41 035) შემდეგ. ესპანეთში კორონავირუსით სულ 1 041 ადამიანია გარდაცვლილი და გამოჯანმრთელდა 1 588 ადამიანი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 258 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 10 544 და გამოჯანმრთელდა 89 922 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები